|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება

 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგისტრაცია გაიმართება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.  აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

რეგისტრაციის პროცესი ონლაინ იქნება.

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ცნობარი აბიტურიენტებისთვის. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელსაც აბიტურიენტები დაკვირვებით უნდა გაეცნონ. ცნობარი ელექტრონული სახით ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული. მასში მოცემულია ის საგამოცდო პროცედურები, რაც უნდა გაითვალისწინონ.

"1-ელი მარტიდან 31 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის პროცესი აბიტურიენტებისთვის არის პირველი ეტაპი, ვინც ამ პერიოდში წარმატებით დარეგისტრირდება, შეუძლია 15 აპრილის ჩათვლით გარკვეული ცვლილებები შეიტანონ. კონკრეტულად ეს ეხება საგნის ცვლილებას ან ენის შეცვლას“, - განაცხადა გორგოძემ.

ავტორი: ნიუპრესი