|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა, რომ რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება.

გორგოძე მოუწოდებს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ რეგისტრაციის ვადებსა და სხვა შესაბამის ინფორმაციაზე, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ხვალიდან იქნება ხელმისაწვდომი.

 

წყარო: 1tv.ge

ავტორი: ნიუპრესი