|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს 30 ათასი ლარი ჭამა-სმისთვის მოგეკლოთ და არა განათებებისთვის"-გიგა შუშანია

"ეს 30 ათასი ლარი ჭამა-სმისთვის მოგეკლოთ და არა განათებებისთვის"-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე გიგა შუშანიამ, რითაც ის მერიის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საახალწლო განათებებისათვის განკუთვნილ  თანხას 30 ათასი ლარი მოაკლდა და ამ თანხით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიიის კურსი დაფინანსდა.

"ეს 30 ათასი ლარი ჭამა-სმისთვის მოგეკლოთ და არა განათებებისთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმზე, კარგი იქნებოდა, ეს თანხა დახარჯულიყო განათებებზე და ქალაქი ახალ წელს ღირსეულად შეხვედროდა. კარგი, რომ აუტისტური დარღვევის მქონე ბავშვები თერაპია ფინანსდება, მაგრამ ეს თანხა მოგეკლოთ ადმინისტრაციულ ხარჯებზე, რომელიც კიდევ უფრო იზრდება", -განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თვმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

 მას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ უპასუხა: "ბენზინის ხარჯები გაიზარდა და ეს შესაბამისად აისახა ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ბიუროკრატიული ხარჯები გაიზარდა"- განაცხადა ირაკლი შენგელიამ, რომელიც დღევანდელ სხდომას უძღვება.

დეპუტატის  განცხადებას ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია გამოეხმაურა. "შეადარეთ, რა ხარჯი ქონდა ქუთაისში ნაციონალურ მოძრაობას და რა ხარჯი გვაქვს ახლა, თუმცა შენგან არ ამის აღიარებას მოველი"-განაცხადა ქალაქის მერმა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა