|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ისტორიაში, როცა არავინ გაშინებთ" (R)

"8 ოქტომბერი ისტორიული დღეა: ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ისტორიაში, როცა არავინ გაშინებთ, არავინ გაიძულებთ კონკრეტული სუბიექტისთვის ხმის მიცემას. ეს არის თქვენი, ხალხის არჩევნები! და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველაზე კარგად იცით, ვინ იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისათვის, ვის შეუძლია შექმნას და შეინარჩუნოს ადამიანის თავისუფლება, ვინ შეძლებს მოიტანოს კეთილდღეობა თითოეული თქვენგანის ოჯახში"  

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანის 22-ე საარჩევნო ოლქში, ლევან კობერიძე მუხიანის სამხედრო დასახლებაში და მუხიანის პირველ მკ/რნ-ში მოსახლეობას შეხვდა და მათ საკუთარი გამოცდილების, მომავალი გეგმებისა და პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. მუხიანელებმა ლევან კობერიძეს უბნის პრობლემებიც გააცნეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა