|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს არის წინასაარჩევნოდ ე.წ. პარტიული ყულაბის შექმნის მცდელობა"-გიგა შუშანია

"ნიუპრესზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქუთაისის მერიის ააიპებში დასაქმებულებს ქართული ოცნების აქტივისტების  მიერ შექმილ ფონდში ხელფასის 1 პროცენტის გადარიცხვას სთავაზობენ,  ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თვმჯდომარე გიგა შუშანია  გიგა შუშანია ეხმიანება. 

"ქუთაისის მერმა წინასაარჩევნოდ გადაწყვიტა შექმნას გაურკვეველი ფონდი, რომლის დამფუძნებლებიც და დირექტორიც „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან. ამ ფონდში ქალაქის მერის დავალებით აიპებისა და სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებს, ძირითადად სწორედ პარტიული ნიშნით დანიშნულებს, აიძულებენ საკუთარი ხელფასის 1% გადარიცხონ. ეს არის წინასაარჩევნოდ ე.წ. პარტიული ყულაბის შექმნის მცდელობა, რომელსაც ქალაქის მერი და "ქართული ოცნება" გამოიყენებს სწორედ წინასაარჩევნო და პარტიული მიზნებისათვის.

ვინაიდან ეს ფონდი კერძო პირების მიერ არის შექმნილი, შეუძლებელი გახდება მისი ხარჯების გაკონტროლება", -განუცხადა "ნიუპრესს" გიგა შუშანიამ.

 

ქუთაისის მერიის ააიპებში დასაქმებულებს გაურკვეველ ფონდში ხელფასის 1 პროცენტის გადარიცხვას სთავაზობენ

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა