|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეს დღე მნიშვნელოვანია ყველასთვის - ზვიად შალამბერიძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ეს დღე მნიშვნელოვანია ყველასთვის, რადგან აშშ-ის სტაბილურობას და წარმატებას, მსოფლიოს უსაფრთხოებასა და განვითარებაში ძალიან დიდი როლი აქვს - აცხადებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული.  ზვიად შალამბერიძე ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ჩემო ამერიკელო მეგობრებო, გილოცავთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ეს დღე მნიშვნელოვანია დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების სტაბილურობას და წარმატებას, მსოფლიოს უსაფრთხოებასა და განვითარებაში ძალიან დიდი როლი აქვს. ეს დღე ასოცირდება თავისუფლებასთან, ღირებულებათა და პრინციპების ერთობლიობასთან და ეს არის ის, რაც ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის ფასეულია. ამერიკა ყოველთვის იყო ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გვერდით და ეს ურთიერთობები ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება. საქართველოში აშშ-ის საელჩოს და USAID-ის დახმარებით ქვეყნის მასშტაბით ბევრი რამ კეთდება და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა იმერეთის რეგიონშიც, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი მათ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება", - აღნიშნულია ზვიად შალამბერიძის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა