|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეტაპობრივად წარგიდგენთ ჯერ ვიცე მერებს და შემდეგ სამსახურის უფროსებს"-გიორგი ჭიღვარია

დღეს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მივიდა და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჭიღვარიას ქუთაისის მერიაში ყოფილი მერი შოთა მურღულია დახვდა.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო შოთა მურღულიას და მის გუნდს გაწეული სამსახურისთვის. ცხადია, მე მოვედი ჩემს გუნდთან ერთად და ეტაპობრივად წარგიდგენთ ჯერ ვიცე მერებს და შემდეგ სამსახურის უფროსებს, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან. იქნება ასევე რეორგანიზაცია. მართალია მერია კარგად მუშაობდა, მაგრამ ჩვენ გვინდა ის უფრო მორგებული გავხადოთ ჩვენს ხალხზე“- განუცხადა ჟურნალისტებს ქუთაისის მერმა.

 

ამ თემაზე: გიორგი ჭიღვარია: "ვრჩებით იმ ხალხთან, ვინც წინა მერის "ნათესავები და ახლობლები" არიან"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა