|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქუთაისში 12 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ამ ეტაპზე, ქუთაისში 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის არის: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა, 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია და სხვა.

ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა დავით აღმაშენებლის მოედანზე არსებული შადრევანის განახლება. პროექტის ფარგლებში შადრევნის დაზიანებული მოზაიკური ნაწილი მოპირკეთება, შეიცვალა განათების და წყლის მიწოდების სისტემა, შადრევნის მონუმენტურ ნაწილს- ქანდაკებებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. სამუშაოების ღირებულებამ 526 991 ლარი შეადგინა.

ქუთაისში რუსთაველის გამზირისა და ლაღიძის ქუჩის კვეთაზე არსებული სკვერი განახლდა. სკვერში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიდგა ძელსკამები და ფანჩატური, მოეწყო განათების ახალი სისტემა და საფეხმავლო ბილიკები.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ეგიდით, იმერეთში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი.

პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და მისი წინასწარი ჯამური ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია. ამასთან, საპილოტე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები თანადაფინანსდება მუნიციპალიტეტების საკუთარი ბიუჯეტიდან.

ავტორი: მიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა