|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის, ნატოს და რუსეთის შესახებ?

თბილისი – ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია  CRRC საქართველოს მიერ
წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, 2016 წლის ნოემბრის მერე, ევროკავშირის მხარდაჭერა 71 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გაიზარდა.
წინა კვლევების მსგავსად, ევროკავშირის მხარდაჭერა შედარებით დაბალია უფროსი ასაკის ადამიანებში (70 პროცენტი, მაშინ როცა ახალგაზრდებს შორის ეს მაჩვენებელი 84 პროცენტია) და ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში (54 პროცენტი).

კვლევის ავტორების განცხადებით, ევროკავშირში წევრობის სურვილი, ძირითადად, ეკონომიკური და დასაქმებასთან დაკავშირებული ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა გაწევრიანების მხარდამჭერებს ასევე მიაჩნიათ, რომ წევრობა საქართველოს საფრთხოებასა და დემოკრატიას გააძლიერებს. მათგან ვინც არ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ წევრობა რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს, ხოლო მეოთხედს (24 პროცენტი) სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ეროვნულ იდენტობას შეასუსტებს.
მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (92 პროცენტი) ინფორმირებულია ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ, თუმცა ეს მაჩვენებელი დაბალია უმცირესობათა დასახლებებში (64 პროცენტი).
უმრავლესობის აზრით (78 პროცენტი), უვიზო მიმოსვლის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობა ფინანსურად ვერ გასწვდება ევროპაში მოგზაურობას. უმრავლესობა, 64 პროცენტი, ასევე ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის წესებისა და პროცედურების შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს. მიუხედავად ამისა, 67 პროცენტი მიიჩნევს, რომ
ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ეროვნულ იდენტობას შეასუსტებს.

მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (92 პროცენტი) ინფორმირებულია ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ, თუმცა ეს მაჩვენებელი დაბალია უმცირესობათა დასახლებებში (64 პროცენტი). უმრავლესობის აზრით (78 პროცენტი), უვიზო მიმოსვლის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობა ფინანსურად ვერ გასწვდება ევროპაში მოგზაურობას. უმრავლესობა, 64 პროცენტი, ასევე ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის წესებისა და პროცედურების შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს. მიუხედავად ამისა, 67 პროცენტი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავა. მეტიც, მოქალაქეების მეოთხედი ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა ქართული “მენტალიტეტისა და ეროვნული იდენტობის დაკარგვას” გამოიწვევს.
მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს რომ ეს  სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას.
ნატო-ში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს რუსეთის მხრიდან აგრესიას გამოიწვევს. კვლევიდან ჩანს, რომ მოსახლეობაში ნატოს შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. მაგალითად, მოსახლეობის მეოთხედი (23 პროცენტი) ფიქრობს, რომ საქართველო უკვე ნატო-ს წევრია.

“საქართველოს მოსახლეობა კვლავაც აგრძელებს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერას,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა,-“თუმცა, ცხადად ჩანს დეზინფორმაციის კამპანიების შედეგი, განსაკუთრებით მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი მოსაზრებების არსებობა, როგორიცაა ის, რომ ევროკავშირი და ნატო გამოიწვევს რუსეთის მხრიდან აგრესიას და დააზარალებს საქართველოს კულტურასა და იდენტობას.” -ამბობს თორნტონი - “მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ლიდერებმა და სხვადასხვა პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ენერგია და ინფორმაცია მიმართონ ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისკენ, როგორიცაა უფროსი ასაკის ადამიანები, სოფლის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონები. დეზინფორმაციის საპასუხოდ მათ ეფექტური და პრევენციული მესიჯების გავრცელება უნდა განაგრძონ”.
მოსახლეობის უმრავლესობა (78 პროცენტი) მიიჩნევს, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ბოლო წლებში რუსეთმა უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე (41 პროცენტი), უსაფრთხოებასა (41 პროცენტი) და პოლიტიკაზე (42 პროცენტი). უფრო მეტიც, 47 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს - ამას მხოლოდ 27 პროცენტი არ ეთანხმება. მათი აზრით, პროპაგანდა ქართული ტელევიზიების, პოლიტიკური პარტიებისა და სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება.


ნატოს მხარდაჭერა კვლავაც მყარია - 68 პროცენტი ემხრობა ორგანიზაციაში წევრობას. ევროკავშირის მსგავსად, ეს მხარდაჭერა შედარებით დაბალია უფროსი ასაკის ადამიანებში და უმცირესობათა დასახლებებში. ნატო-ში გაწევრიანების მომხრეები ფიქრობენ, რომ ეს გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას (71 პროცენტი), ამასთანავე 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნატოს წევრობა სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას. ნატო-ში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს რუსეთის მხრიდან აგრესიას გამოიწვევს. კვლევიდან ჩანს, რომ მოსახლეობაში ნატოს შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. მაგალითად, მოსახლეობის მეოთხედი (23 პროცენტი) ფიქრობს, რომ საქართველო უკვე ნატო-ს წევრია.

“საქართველოს მოსახლეობა კვლავაც აგრძელებს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერას,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა,

- “თუმცა, ცხადად ჩანს დეზინფორმაციის კამპანიების შედეგი, განსაკუთრებით მოსახლეობისგარკვეულ სეგმენტებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი მოსაზრებების არსებობა, როგორიცაა ის, რომ ევროკავშირი და ნატო გამოიწვევს რუსეთის მხრიდან აგრესიას და დააზარალებს საქართველოს კულტურასა და იდენტობას.” - ამბობს თორნტონი - “მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ლიდერებმა და სხვადასხვა პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ენერგია და ინფორმაცია მიმართონ ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისკენ როგორიცაა უფროსი ასაკის ადამიანები, სოფლის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონები. დეზინფორმაციის საპასუხოდ მათ ეფექტური და პრევენციული მესიჯების გავრცელება უნდა განაგრძონ”. მოსახლეობის უმრავლესობა (78 პროცენტი) მიიჩნევს, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ბოლო წლებში რუსეთმა უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე (41 პროცენტი), უსაფრთხოებასა (41 პროცენტი) და პოლიტიკაზე (42 პროცენტი). უფრო მეტიც, 47 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს -- ამას მხოლოდ 27 პროცენტი არ ეთანხმება. მათი აზრით, პროპაგანდა ქართული ტელევიზიების, პოლიტიკური პარტიებისა და სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება.

მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმის თაობაზე, თუ რამდენად კარგი ან ცუდი მოვლენა იყო საბჭოთა კავშირის დაშლა: 48 პროცენტი ამბობს, რომ კარგი იყო, 42 პროცენტი კი - ცუდი.
მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ არსებობს ალბათობა, რომ უფროსი ასაკის ადამიანები, უმცირესობათა დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეები, საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონენი და ისინიც ვინც ნაკლებად ხედავენ უვიზო მიმოსვლის სარგებელს საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად მიიჩნევდნენ. მეტიც, დიდი ალბათობით ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ ინგლისურ ენას და არ აღიარებენ რუსული პროპაგანდის არსებობას, ასევე, არ მიესალმებიან საბჭოთა კავშირის დაშლას.
ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მოქალაქეების ნახევარს (52 პროცენტი) მიაჩნია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, მაშინ როდესაც მეორე ნახევარი არ იზიარებს ამ მოსაზრებას. საქართველოში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას ყველაზე კარგად აშშ (35 პროცენტი), საქართველო (12 პროცენტი) და რუსეთი (10 პროცენტი) უზრუნველყოფენ. რაც შეეხება საფრთხეებს, 63 პროცენტმა - რუსეთი, 6 პროცენტმა - თურქეთი, 5 პროცენტმა კი აშშ დაასახელა. მოსახლეობის უმეტესობა (82 პროცენტი) მხარს უჭერს სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას და აცხადებს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს (48 პროცენტი) ან იგივე დარჩეს (32 პროცენტი).

“აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობებს, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით ეძებს. ეს მიუთითებს მოქალაქეების რწმენაზე, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და შიდა მდგრადობის გაძლიერება.”

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. 
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,7 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და მას ატარებს CRRC საქართველო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა