|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

„ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის დიდი პატივიცაა და დიდი პასუხისმგებლობაც"

საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ამასთან დაკავშირებით ქუთაისში საქართველოსა და ევროკავშირის დროშების აღმართვის ცერემონია გაიმართა, რომელსაც მხარისა და ქალაქის პირველი პირები დაესწრნენ.

დროშის აღმართვაში მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ მიიღო. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიმართა.

„ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის დიდი პატივიცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. ჩვენ ქვეყანას ევროპული კურსი მტკიცედ აქვს განსაზღვრული. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ეს 6 თვე, როცა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ვიქნებით, უცვლელ საგარეო კურსს კიდევ უფრო გაამყარებს. გამორჩეული იქნება ადამიანის უფლებების, ბავშვთა და გარემოს დაცვის, სამოქალაქო აქტიურობის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით “-აღნიშნა გიორგი ჭიღვარიამ.

ავტორი: ნიუპრესი