|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ევროპული საქართველოს“ კვლევით, ვანსა და ხონში გიგი უგულავა ლიდერობს

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ვანი-ხონში 28 აპრილს უნდა ჩატარდეს, გიგი უგულავა ლიდერობს.


ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად,  კვლევა ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში 3-10 აპრილის პერიოდში ჩატარდა და შერჩევამ 18+ ასაკის მოსახლეობა მოიცვა. მათივე ცნობით, 620 პირს პირისპირი ინტერვიუ ჩაუტარდა. კვლევა კომპანია „ბი-სი-ჯი კვლევამ“ ჩაატარა.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ვანი/ხონში 28 აპრილს უნდა ჩატარდეს, გიგი უგულავა ლიდერობს. მას გამოკითხულთა 41.4% უჭერს მხარს, მის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“, გივი ჭიჭინაძეს კი - 32.1%.
სოციოლოგიურმა კომპანიამ გადაუნაწილებელი ხმების (არ ვიცი და უარი პასუხზე) გადანაწილებაც გააკეთა დამატებითი კითხვების დახმარებით. ამ შემთხვევაში გიგი უგულავას 45%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხელისუფლებიდან მის კონკურენტს კი - 35.5%. 

მათივე ინფორმაციით, კვლევის შედეგებში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარი (48.4%) უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების იმ გადაწყვეტილებას, რომლებმაც ვანსა და ხონში დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. 


ავტორი: ნიუპრესი