|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნ ღონისძიებას ქუთაისიდან 3700-მდე ადამიანი უერთდება

თბილისში ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნად დაგეგმილ ღონისძიებას ქუთაისიდანაც უერთდებიან. "ქართული ოცნების" ორგანიზებით, მოქალაქეები და პარტიის წევრები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ.  კოლონები თბილისში დილით ადრე გაემგზავრნენ.

"ქართული ოცნების" წევრის გრიგოლ დალაქიშვილის თქმით, სურთ ერთად იზეიმონ საქართველოს თავმჯდომარეობა. მისივე თქმით, ღონისძიებას ქუთაისიდან დაახლოებით 3700 ადამიანი უერთდება. დალაქიშვილის განცხადებით, საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა და მოქალაქეების იძულებით ან გარკვეული თანხის სანაცვლოდ წაყვანა არ მომხდარა.

კითხვაზე, რა თანხებით მოხდა მოქალაქეების ტრანსპორტირება, პასუხობს, რომ ორგანიზებას და დაფინანსებას "ქართული ოცნება" ახდენს.

"არავითარი დაშინება, ან იძულება არ ყოფილა, ადამიანებმა გამოთქვეს წამოსვლის სურვილი, ჩვენ როგორც მმართველი პარტია, ვეხმარეთ ტრანსპორტირებასა და უსაფრთხო გადაადგილებაში", - განაცხადა გრიგოლ დალაქიშვილმა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა