|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობას საშუალება აქვს, ვაქცინის მეორე დოზით აცრის სასურველი თარიღი დაჯავშნონ 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით. დაჯავშნა შესაძლებელია საიტზე 

 „ფაიზერის“ ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე.

 შეგახსენებთ, 24 ივლისს საქართველოში „ფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზა  შემოვა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა  საჩუქრად გადმოგვცემს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი