|
  • EUR 1 = GEL 3.6582
  • USD 1 = GEL 3.1181
|

„ფაიზერზე“ დარჩენილია 10 000 ჯავშანი, ძირითადად რეგიონებში - ამირან გამყრელიძე

 „ფაიზერზე“ დარჩენილია 10 000 ჯავშანი, ძირითადად რეგიონებში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 250 000 დოზა  შენახულია, რათა 15 აგვისტოდან მეორე ინექციები დაიწყოს.

„გუშინ ჩვენ გამოვიტანეთ დაახლოებით 161 000 ჯავშანი „ფაიზერზე“. აქედან, დილის მონაცემებით, დაჯავშნილია 153 000 ადგილი. ამ 153 000-დან 141 000 გახლავთ პირველად აცრაზე, ხოლო 12 000-მდე არის მეორად აცრებზე, ანუ,  ვინც წინა კვირაში იცრებოდნენ. ყველა მათგანს დაეჯავშნა მეორე დოზაზე. დილის მონაცემებით, თავისუფალი დარჩა 10 000 ჯავშანი, ძირითადად რეგიონებში.  „ფაიზერის“ დოზები ამ ეტაპზე საკმარისია. კიდევ, დამატებით პირველი აცრისთვის ნახევარი მილიონი რომ მივიღეთ, ის ორად გაიყო. ანუ, 250 000 შენახულია, რათა უკვე 15 აგვისტოდან მეორე ინექციები დაიწყოს. ეს ჯავშნები, რაც ახლა მიმდნარეობს, 14 აგვისტოს ჩათვლითაა. „ფაიზერის“ პირველ დოზაზე ქვეყანაში დაახლოებით 100 000 მარაგი გვაქვს და კიდევ თანდათანობით შემოვა. მომავალ კვირაში ლიმიტირებული, მაგრამ გარკვეული რაოდენობა გამოჩნდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.01%
გაუარესდა - 67.25%
არ შეცვლილა - 13.74%
სულ - 342 ხმა