|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფასების მატება გრძელდება, ნახეთ, რომელი პროდუქტი რამდენად გაძვირდა

ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება. ფასების მატება ყველა პროდუქტს აისახა.  „საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა.

თუ რა დოზით მოიმატა ფასებმა პროდუქტებზე, ნახეთ ჩამონათვალი: 

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (34.3 პროცენტი),

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1 პროცენტი),

ყავა, ჩაი და კაკაო (12.4 პროცენტი),

თევზეული (10.6 პროცენტი),

პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი),

რძე, ყველი და კვერცხი (6.4 პროცენტი),

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.3 პროცენტი).

 ფასები შემცირებულია მხოლოდ ხილსა და ყურძენზე (-4.1 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.8 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9.8 პროცენტით. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.3 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (17.8 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (14.9 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (12.9 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.8 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.8 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.1 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (11.2 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.5 პროცენტი).

ჯგუფში საცხოვრებელი, წყალი და ელ.ენერგია დაფიქსირდა ფასების 21.2 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-33.8 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-29.0 პროცენტი).

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა