|
  • EUR 1 = GEL 4.0646
  • USD 1 = GEL 3.426
|

„ფეისბუქში“ მომხმარებელი გამოგონილი სახელით ვეღარ დარეგისტრირდება

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებელი გამოგონილი სახელით ვეღარ დარეგისტრირდება. აღნიშნული ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სოციალური ქსელის პოლიტიკა იცვლება, რომლის თანახმადაც, მომხმარებელი „ფეისბუქზე“ მხოლოდ ნამდვილი სახელი-გვარით დარეგისტრირებას შეძლებს.
ამავდროულად, „ფეისბუქი“ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გამოგონილი სახელით დარეგისტრირების განსაკუთრებული გარემოება ახსნან.
კერძოდ, როდესაც მომხმარებელი სოციალურ ქსელში „ყალბი სახელით“ დარეგისტრირდება, მას ახსნა-განმარტების წარდგება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის „ფეისბუქში“ ვერ დარეგისტრირდება.
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მომხმარებლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.

www.info9.ge

ავტორი: ანი ლიპარიშვილი