|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იჯარისა და ქირის გადასახადი ეპატიებათ - ნათია თურნავა

 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში ცალკეულ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე ამ პერიოდში გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. 

 მისი თქმით, შეღავათი პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდება.

"2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით ასეთ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე ამ პერიოდში გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი. ჯამში საუბარია ქირაზე, იჯარასა და მართვის საზღაურ დაახლოებით 5 მილიონ ლარზე მეტზე, ამას ემატება გადაუხდელობით ან დაგვიანებით დარიცხული ჯარიმა, დაახლოებით 1 მლნ ლარი, რომელიც ასევე ამ სუბიექტებს ეპატიებათ. ეს გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან, რაც ზოგადად, ქვეყანას, ბიზნესს, ადამიანებს თავს დაატყდათ, რაც მის გადახდისუნარიანობაში აისახა“, - განაცხადა თურნავამ.

იმ სუბიექტებს, ვინც სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადა, ეს თანხა მომავალში გადახდილად ჩაეთვლებათ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა