|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფოთის ბაზარში მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნებზე ესაუბრნენ

"ქალის ხმა იგებს არჩევნებს!" - "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ფოთის გენდერის მედიაცენტრმა ფოტის ბაზარში საინფორმაციო აქცია ჩაატარა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს და 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, ამომრჩეველი ქალის როლისა და ქალტა საჭიროებების შესახებ ესაუბრნენ.
მსგავსი ტიპის საინფორმაციო აქციები საქართველოს 12 ქალაქში ჩატარდება და მისი მიზანია, საზოგადოების ინფორმირება 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

საინფორმაციო აქცია პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 
პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა