|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრადიციული ფოტოკონკურსის "ილო 2019" საკონკურსო ნამუშევრების მიღება დაიწყო

ტრადიციული  ფოტოკონკურსის "ილო 2019" საკონკურსო საკონკურსო ნამუშევრები უკვე დაიწყო.  ფოტოკონკურსის ჩატარების პირობთან დაკავშირებით გარკვეული  ცვლილებებია. 

 კონკურსის ორგანიზატორის, ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ინფორმაციით, ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ფოტოს. კონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფოტოები სხვადასხვა ჟანრში:პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრული ფოტოგრაფია, ფოტორეპორტაჟი. ამასთან, კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ,  კონკურსის რომელ სექციაში სურთ მონაწილეობის მიღება. განაცხადში ასევე მითითებული უნდა იყო თუ ფოტოკონკურსის, რომელ განყოფილებისთვის არის განკუთვნილი ფოტოები,  ძირითად ფოტოკოკურსში, თუ რუბრიკაში „ჩემი ქუთაისი“.

ნამუშევრების მიღება 12 ნოემბრამდე გაგრძელდება, შედეგები კი 15 ნოემბერს გამოცხადდება.

ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია 4 პრემია პირველი პრემია - 700 ლარი, მეორე პრემია - 600 ლარი მესამე პრემია - 500 ლარი.  რუბრიკა „ჩემი ქუთაისი“ - 300 ლარი,  რუბრიკა „ჩემი ქალაქი“ – ფასიანი საჩუქარი, რომელიც გადაეცემა 2020 წლის 2 მაისს ქალაქობის დღესასწაულზე. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა