|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფრაქცია, ალბათ, ამ სახელწოდებით ვეღარ დარჩება"-დავით გოგისვანიძე

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დავით გოგისვანიძის განცხადებით, ფრაქცია, სავარაუდოდ,  არსებული სახელით ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს. 

"ნიუპრესის" კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ფრაქციის დაშლა, დავით გოგისვანიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის წევრებს შორის კონსულტაციები  არ გამართულა: "მე და ამირან ძოწენიძემ პარტია გუშინ დავტოვეთ, შესაბამისად, მოლაპარაკებები ფრაქციასთან დაკავშირებით ჯერ არ გაგვიმართავს, რაც შეეხება, ფრაქციის სახელწოდებას, ამ სახელით, ალბათ, არსებობას ვეღარ გააგრძელებს",-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ფრაქციაში "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" 4 წევრი შედის, პარტიაში რჩებიან  გია უკლება და ბესიკ ბრეგაძე, ხოლო დავით გოგსვანიძემ და ამირან ძოწენიძემ "ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდთან ერთად გუშინ დატოვა.

 ცალ-ცალკე ფრაქციის შესაქმნელად  არც ერთ ჯგუფს საკმარისი რაოდენობა არ გააჩნია, თუ არ მოხდება საკრებულოს სხვა წევრებთან შეთანხმების მიღწევა. 

საქართველოს პარლამენტში  ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” სახელი უკვე შეეცვალა და მას ”ევროპული საქართველო” ეწოდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე