|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინტერნეტთავისუფლების თვალსაზრისით საქართველო თავისუფალი ქვეყანაა

ინტერნეტთავისუფლების თვალსაზრისით საქართველო თავისუფალი, პრესის თავისუფლების კუთხით კი - ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა. ასეთია საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2015 წლის ინტერნეტთავისუფლების ანგარიში, სადაც მსოფლიოს 65 ქვეყანაში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, ცენზურისა და ინტერნეტში მომხმარებელთა უფლებების კუთხით მდგომარეობაა მიმოხილული. Freedom House-ი აღნიშნავს, რომ საქართველოში ინტერნეტი მოსახლეობის 49%-ს აქვს.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობის დამაბრკოლებელი ფაქტორების თვალსაზრისით საქართველომ 25-ბალიანი სისტემით 7 ქულა მიიღო, აქედან საუკუთესო მაჩვენებელი - 0-ია. დამაბრკოლებელ ინტერნეტის დაბალი სიჩქარე და მაღალი ფასი რჩება.
კონტენტის შეზღუდვის კუთხით საქართველომ 35-დან 6 ქულა მიიღო. მომხმარებლის უფლებების დარღვევის კუთხით კი,  40 ქულიდან 11 მიიღო.
"საკომუნიკაციო-საინფორმაციო ტექნოლოგიების თვალთვალის კუთხით რეგულაციების დაწესება საქართველოში გამორჩეულ პრობლემას წარმოადგენს მას შემდეგ, რაც 2012 წლის გამოვლინდა უკანონო თვალთვალისა და სატელეფონო საუბრების მოსმენების ფაქტები", - წერია ანგარიშში, რომლის ავტორთა მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს თვალთვალის შესახებ კანონში შესწორებები შეიტანეს, პერსონალურ მონაცემეთა დაცვის კუთხით კვლავ მოსაგვარებელი საკითხები არსებობს.
"ამასთანავე, არ დაფიქსირებულა ICT მომხმარებელთა დაკავებისა თუ დევნის რაიმე ფაქტი, მათი ონლაინ-საქმიანობის გამო. ასევე არ ყოფილა მომხმარებელთა დაშინებისა თუ მათ წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები", - აღნიშნავენ ავტორები.
რაც შეეხება მეზობელ სახელმწიფოებს, Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, ინტერნეტ თავისუფლების თვალსაზრისით თურქეთი და აზერბაიჯანი ნაწილობრივ თავისუფალი, სომხეთი თავისუფალი, რუსეთი კი არათავისუფალი სახელმწიფოა.

 ანგარიში 2014 წლის ივნისი-2015 წლის მაისის პერიოდს მოიცავს. 

 წყარო: ipn.ge

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა