|
  • EUR 1 = GEL 3.3476
  • USD 1 = GEL 2.9562
|

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ქუთაისში მცხოვრებ 80 ოჯახს სასურსათო ნობათი გადასცა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ,,ძალა ერთობაშია" და ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ჯგუფი ქუთაისში მცხოვრებ 80 ოჯახს ძირითადი მოხმარების სურსათით დაეხმარა.

,,ქვეყანაში ვირუსული პანდემით შექმნილმა მდგომარეობამ ძალიან ბევრი ოჯახი დატოვა შიმშილის ზღვარზე. ისინი ითხოვენ დახმარებას,  სწორედ ამიტომ ,,სტრატეგია აღმაშენებელის" ფარგლებში გადაწყვიტეს სოციალური აქციის განხორციელება. საჭიროების მიხედვით, ჩვენ კვლავ ჩავერთვებით მსგავს აქციებში და შევეცდებით მეტ ოჯახს ქონდეს მზრუნველობა და დახმარება" - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ანდრო მაღლაკელიძემ.

 როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, დახმარების მიმღები ოჯახების შერჩევა მათივე მიმართვიანობის საფუძველზე მოხდა. სასურსათო ნობათები მიიღეს მათ, ვინ მთავრობის პროგრამაში ვერ მოხვდნენ და რეალურად საჭიროებდნენ დახმარებას.

 

ავტორი: ნიუპრესი