"გაგვიმართლა, რომ ნგრევა ღამით მოხდა" - წყალტუბოში სანატორიუმის კედელი ჩამოინგრა
წყალტუბოში სანატორიუმის კედელი ჩამოინგრა. სანატორიუმ "საქართველოში" სამზარეულოს ორი სართულის კედელი მთლიანად ჩამოინგა და იქვე მდგომ ავტომობილს დაეცა, რომელიც მთლიანად დაიმტვრა.
დევნილების თქმით, შემთხვევა დილის სამ საათზე მოხდა. მათი თქმით, ხმაურზე გამოვიდნენ და ნახეს რომ შენობის ნაწილის დაინგრა.
როგორც ისინი აცხადებენ, გაუმართლათ, რომ შემთხვევა ღამით მოხდა და ამის გამო არავინ დაშავებულა. მათი თქმით, ამ ადგილზე ხშირად თამაშობენ ბავშვები. ისინი დახმარებას და ავარიული შენობიდან გაყვანას ითხოვენ.
"ხმაურმა გაგვაღვიძა, მიწისძვრა გვეგონა, გამოვედით და ვნახეთ რომ სამზარეულოს კედელი ჩამოინგრა. დაზიანდა ავტომობილი, რომლის მძღოლიც იმ წუთის გადმისული იყო, გადარჩა. გაგვიმართლა, რომ ნგრევა ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. აქ ხშირად თამაშობენ ბავშვები. ვიდრე დავშავდებით, მოვითხოვთ გაგვიყვანონ აქედან "-აცხადებენ ადგილობრივები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი