|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაიცანი ქუთაისი" - იოსებ ოცხელის სახლ-მუზეუმი [VIDEO]

გამოჩენილი  პედაგოგისა და საზოგადეო მოღვაწის იოსებ ოცხელის სახლ-მუზეუმი ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს. 

შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, დაზიანებული ჭერი და კედლები. იოსებ ოცხელის დის შვილის, ლეილა ხაჭაპურიძის განცხადებით, სახელმწიფოს მუზეუმის რეაბილიტაციისთვის თანხა არ გამოუყვია,  ხოლო  მემორიალური დაფა შენობაზე მოთხოვნიდან მხოლოდ 20 წლის შემდეგ განთავსდა. 

იოსებ ოცხელის სახლ-მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბალანზე არ არის, თუმცა, როგორც სააგენტოში განაცხადეს, ეს არ ნიშნავს, რომ ძეგლის რეაბილიტაცია მათ მიერ არ მოხდება, თუმცა ჯერჯერობით ასეთი გეგმა არ არსებობს. ამ  სააგენტო სამუშოების ჩატარებას ოცხელის სახელობის #2 სკოლაში გეგმავს და როგორც აცხადებენ, შესაძლოა,  სარეაბილიტაციო ძეგლთა სიაში ოცხელის სახლ-მუზეუმიც შეიტანონ. 

 იოსებ ოცხელი ქუთაისში 1865 წელს, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. დაწყებითი სწავლა კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, საშუალო განათლება - ვაჟთა გიმნაზიაში, დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულეტი 1885 წელს. მუშაობდა ქუთაისის გუბერნიის კანცელარიის მმართველად და თბილისის სახელმწიფო ბანკის თანამშრომლად. 1900 წლიდან კი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა.  ძმებთან ერთად თამარ მეფის ქუჩაზე სახლი ააშენა, სადაც ამ დროისთვის მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული. სახლის ნაწილში დის შვილისშვილები ცხოვრობენ. 

იოსებ ოცხელი 1919 წელს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია ქუთაისის "მწვანე ყვავილას" პანთეონში.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა