|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პაციენტი ვერ საუბრობს, თუ როგორ და ვისთან ერთად გადმოლახა ე.წ. საზღვარი"

გალიდან გადმოსული 59 წლის ქალი, რომელსაც ახლობლები ეძებდნენ, თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრის ფსიქიატრიულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი დავით სარიშვილი ამბობს, პაციენტი პირველ ივლისს თერჯოლაში ერთ-ერთი ცხელების ცენტრიდან კატასტროფის მანქანით გადაიყვანეს.

 "პაციენტს გაუკეთდა ტესტი კორონავირუსზე და უარყოფითი პასუხის შემდეგის  ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადავიყვანეთ. პაციენტი ვერ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ და ვისთან ერთად გადმოლახა ე.წ. საზღვარი. ის კარანტინის განსაზღვრულ 2 კვირას თერჯოლის კლინიკაში გაატარებს,  რის შემდეგაც გავწერთ"- აცხადებს დავით სარიშვილი. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა