|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გამოიყურება ქუჩა ქუთაისში, სადაც უამრავი ტურისტი სტუმრობს

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩას, სადაც ებრაელთა სალოცავია და ებრაელ მწერალსა და „ვეფხისტყაოსანის“ მთარგმნელს ძეგლიც დაუდგეს, უამრავი ტურისტი სტუმრობს. თუ როგორ გამოიყურება გაპონოვის ქუჩა და იქ მდებარე სკვერი, "ნიუპრესის" ობიექტივმა დააფიქსირა. სკვერის მოწესრიგება რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, თუმცა მხოლოდ სანახევროდ გათიბეს და მიატოვეს. სკვერში დარგული ფიჭვის ხეები კი, როგორც ჩანს, უყურადღებობის გამო, გამხმარია. სავალალოდ გამოიყურება სკვერში არსებული საბავშვო კუთხეც. სანაცვლოდ,აქ თავს კარგად გრძნობენ ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები.

ავტორი: ანა ჯიქია