|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სესიების განახლების წინ

მომდევნო კვირიდან პარლამენტი მუშაობას განაახლებს. როგორ გამოიყურება ამ დროისათვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ამით "ნიუპრესი" დაინტერესდა. როგორც ჩვენმა ობიექტივმა დააფიქსირა, გათიბულია ტერიტორიის ნაწილი. ხოლო გამხმარი ბალახი ჯერჯერობით ადგილზე რჩება. როგორც ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურში განგვიცხადეს, ტერიოტორიის გათიბვა მათ მიერ ხდება იმ შემთხვევაში, როცა პარლამენტი მათ თხოვნით მიმართავს. ამჟამად მათ ტერიტორიის ნაწილი გათიბეს, ნაწილს კი მას შემდეგ გათიბავენ, რაც ქალაქში არსებული სკვერების მწვანე საფარი მოწესრიგდება. პარლამენტთან ისევ მოუწესრიგებელი რჩება ქვაფენილი და გამხმარია მცენარეები.

ავტორი: ანა ჯიქია