|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორი იყო და არის თეთრი ხიდი ქუთაისში

ქუთაისში თეთრი ხიდის არსებობის დღიდან დღემდე, ხიდის რეაბილიტაცია რამდენჯერმე განხორციელდა. თანამედროვე პერიოდში, "თეთრი ხიდის" რეაბილიტაცია ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, 2007 წელს მოხდა. თუმცა მას შემდეგ ხიდის შერემონტება კიდევ ორჯერ გახდა საჭირო. თავდაპირველად, ქუთაისში თეთრი ხიდის მშენებლობა 1850 წელს დაიწყო და 1852 წელს დასრულდა. მაშინდელი თეთრი ხიდის პროექტის ავტორი სამხედრო ინჟინერი, ვიტე გახლდათ და მისივე პროექტით ხიდი ხის თაღიან ბურჯებს ეყრდნობოდა. 1860 წელს კი თეთრი ხიდი ჩაინგრა და მისი აღდგენა მხოლოდ 1870 წელს გახდა შესაძლებელი. 1871-1872 წლებში თეთრი ხიდი ინჟინერ ზეზემანისა და პერეპის პროექტით აიგო. აღნიშნულ პერიოდში, ხიდის ლითონის ნაწილები და მოაჯირები თეთრად შეღებეს და რესტავრირებულ ხიდს, სახელად "თეთრი ხიდი" უწოდეს.

ავტორი: ანა ჯანაშია