|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ ცხოვრობს ოჯახი, სადაც მამამ შვილის ოპერაციისთვის თავი მოიკლა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გორაში, ქარჩხაძეების ოჯახის წევრები, სადაც ტრაგედია დატრიალდა, მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას ეკუთვნის და მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. შეგახსენებთ, რომ სოფელ გორაში 13 წლის გოგონასთვის გადაუდებელი ოპერაციის დაუფინანსებლობის გამო, ტრაგედია მოხდა -მამამ თავი მოიკლა. ოჯახს ოპერაციისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდა. ოპერაცია, სადაზღვევო კომპანიამ ტრაგედიის შემდეგ დააფინანსა.

ავტორი: ანა ჯანაშია