|
  • EUR 1 = GEL 3.0375
  • USD 1 = GEL 2.4671
|

ოქროს ჩარდახი [PHOTO]

ქუთაისში სამეფო კომპლექსი "ოქროს ჩარდახი" დამოუკიდებელი ააიპის სახით არსებობდა, თუმცა საკრებულოს 18 იანვრის გადაწყვეტილებით, მან დამოუკიდებელი სტატუსით ფუნქციონირება შეწყვიტა და  ააიპი "ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს" შეუერთდა. 

რა ცვლილებები განხორციელდება "ოქროს ჩარდახში" და გახდება თუ არა ის ტურისტებისა და ჩვეულებრივი დამთვალიერებლებისათვის ხელმისაწყვდომი, ამაზე ააიპი "ტურიზმის საინფორმაციო ცენტის" დირექტორს ტატო ლილუაშვილს პასუხი არ აქვს.

"ჯერ უნდა დასრულდეს შერწყმის პროცესი, რასაც  ერთი თვე დასჭირდება, შემდეგ ვიმსჯელებთ",-განაცხადა ლილუაშვილმა.

"ნიუპრესი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს "ოქროს ჩარდახიდან" 

ავტორი: ხატია ბანძელაძე