|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

ღვარსადენებიდან ამოღებული და იქვე დატოვებული ნარჩენები ქუთაისის ქუჩებში [PHOTO]

 ქუთაისში, ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ღვარსადენების თემა აქტუალური ხდება. მოსულ ნალექს გაუწმენდავი სანიაღვრეები ვერ ატარებს, რის შედეგად  ქუჩები იტბორება.

16 ოქტომბრის წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც ქალაქს სერიოზული ზიანი მიაყენა,  ქუთაისში არსებული ღვარსადენების ნაწილი გაიწმინდა, თუმცა სანიაღვრეებიდან ამოღებული მიწა ამ დრომდე ქალაქის ქუჩებში რჩება.

 როგორც ააიპ "სპეციალურ სერვისებში" აცხადებენ, ღვარსადენები გაიწმინდა და სანიაღვრეებიდან ამოღებულ  ნარჩენებსაც მალე გაიტანენ. 

ავტორი: ირინა მაკარიძე