|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ძვირფასი ლითონის მალულად შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ძვირფასი ლითონის მალულად შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში მალულად შემოიტანა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული 1 634 გრამი ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულება 175 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა