|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"განვითარებულ ქვეყნებში სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული "ფეიკნიუსებზე""-- კახა კალაძე

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში შესაძლო ცვლილებების მომხრეა.

"მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობაც. განვითარებულ ქვეყნებში სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული "ფეიკნიუსებზე", ცილისწამებაზე. მაგალითად, საფრანგეთმა უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები. გერმანიაც, თუ არ ვცდები, მუშაობს ამ მიმართულებით და ჩვენც, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ", - თქვა კახა კალაძემ.

11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამებასთან დაკავშირებულ კანონზე დისკუსიისთვის მზადაა. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს დაეთანხმა.

13 იანვარს კი მესამე სექტორმა ცილისწამების შესახებ კობახიძისა და ზურაბიშვილის განცხადებებზე განმარტებები მოითხოვა.

იმედინიუსი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა