|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გარანტიას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ნამოხვანსა და ტვიშში ჰესები არ აშენდება"-გიორგი ვაშაძე

გარანტიას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ნამოხვანსა და ტვიშში ჰესები არ აშენდება - აცხადებს პოლიტიკური პარტიის  "ახალი საქართველო" ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი განცხადებით, ტელეკომპანია BBC-ისთვის დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავენ, რის შემდეგაც არც ერთი ინვესტორი ამ საქმეში ფულის ჩადებას აღარ მოინდომებს.  

"აქ თუ აშენდება კაშხალი, აღარ იარსებებს ეს უნიკალური გარემო, ტვიშის ცოლიკაური აღარ იქნება და 19 ისტორიულ-კულტურული ძეგლი დაიტბორება, მთლიანად შეიცვლება მიკროკლიმატი, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ვუერთდებით პროტესტს და კიდევ ერთხელ ვამბობ - BBC-ისთვის ძალიან მნიშვნელოვან,  დოკუმენტურ ფილმს გადავიღებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ის დაფინანსებლები, ვინც შემოდიოდნენ ამ პროექტში, ყველა იტყვის უარს. გარანტიას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ნამოხვანსა და ტვიშში ეს ჰესები არ აშენდება", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დღეს მოსახლეობის აქცია ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გაიმართა, აქციას შეუერთდნენ პოლიტიკოსები, თუმცა ორგანიზატორების მოთხოვნის გათვალისწინებით, სიტყვით არ გამოსულან.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა