|
  • EUR 1 = GEL 3.4593
  • USD 1 = GEL 3.0624
|

გარდაბანში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადენზიფექციო სამუშაობი ჩატარდა [R]

24 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ მიერ, სოფელ კრწანისში და თელეთში არსებული საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და საბავშვო მოედნებზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადენზიფექციო სამუშაობი ჩატარდა.

ასევე, ქ. გარდაბანში ყოველდღიურ რეჟიმში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ, მაღალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს დეზინფიცირება უტარდება. სპეციალური სადენზიფექციო ხსნარებით მუშავდება სკვერების, აფთიაქების, სასურსათო მაღაზიებისა და საჯარო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორია.

ყველა მიმდინარე პროცესს მონიტორინგის ფარგლებში, პირადად აკონტროლებს მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურები.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 55.81%
უარყოფითად - 39.53%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.65%
სულ - 43 ხმა