|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბანში სასურსათო ბაზრებსა და მიმდებარე ტერიტორიას დეზინფექცია ჩაუტარდა [R]

22 მარტს გარდაბანში არსებული სასურსათო ბაზრები და მიმდებარე ტერიტორია დეზინფიცირდა. აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზეზით, აგრარული ბაზარი ერთი დღით დაიხურა. 

 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში,  ა(ა)იპ "დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"-ს დეზინფექტორები, სადეზინფექციო სამუშაოებს ყველა ხალხმრავალ ადგილას ახორციელებენ.
ყოველდღიურ რეჟიმში მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ, მაღალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს დეზინფიცირება უტარდება. სპეციალური ხსნარებით მუშავდება სკვერების, აფთიაქების, სასურსათო მაღაზიებისა და საჯარო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორია. 
 
ყველა მიმდინარე პროცესს მონიტორინგის ფარგლებში, პირადად აკონტროლებს მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურები. 
 
მერის განცხადებით - „მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ყველა იმ სამუშაოს, რაც ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხო გარემოსთვის მნიშვნელოვანია. ასევე, აზერბაიჯანულ ენაზე, მოხალისეების დახმარებით, კარდაკარის პრინციპით, ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მათთვის გასაგებ ენაზე ურიგდებათ საინფორმაციო სახის ფლაერები, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი „კორონა“ ვირუსისგან. მინდა მივმართო ყველას, დარჩით სახლში რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციის გავრცელების ალბათობა”, განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა