|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბანში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

სამუშაოების მიმდინარეობას და მშენებლობის ხარისხს ადგილზე მონიტორინგის მიზნით, მერის მოადგილე ოთარ გავაშელიშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.

ბაღი 90 აღსაზრდელზეა გათვლილი და სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, შენობის გარე პერიმეტრზე მოწყობილია პანდუსები, შენობაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი ადაპტირებული ლიფტია დამონტაჟებული. მოწყობილია სველი წერტილები და გარე პერიმეტრზე მოსასვენებელი ფანჩატურები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მშენებელი“, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, 1’400’000 ლარად ახორციელებს.

პროექტს მუნიციპალური განვითრების ფონდი აფინანსებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა