|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მერიაში მუნიციპალური პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შეხვედრების დარბაზში, 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მოადგილეები რამაზ ბუდაღაშვილი, ლევან ხმალაძე, ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილები სამირ ხიალოვი, ვუგარ მამედოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
 
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართულია ჩვენი მოსახლეობის სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფისაკენ. ვახორციელებთ 24 მუნიციპალურ პროგრამას, რომლებიც გარდაბანში რეგისტრირებული შშმ, სოციალურად დაუცველი პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ახალშობილების, უსახლკაროთა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციართათვის სამედიცინო სერვისების მიწოდებასა და ფულად დახმარებას ითვალისწინებს”-დავით კარგარეთელი.
 
ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური მერიის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების მართვას და მათ განხორციელებაზე კონტროლს.
 
გასულ წელს, სამსახურმა ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამების შემუშავების მიზნით, ჩაატარა საჭიროებათა კვლევა, რომლის საფუძველზე მუნიციპალიტეტში მოქმედ სოციალურ პროგრამებს დაემატა ახალი კატეგორია- „ბავშვთა ადრეული და თერაპიული ინტერვენცია“, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი და ზოგად საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის და სოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე 18 წლამდე ბენეფიციართა განვითარების სტიმულირებას, ფიზიკური და ინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის ამაღლებას, ზოგადი ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური განვითარების პროცესის მხარდაჭერას. 
გარდა ამისა, ცვლილებები განხორციელდა ზოგიერთი პროგრამის მოსარგებლეებში, კერძოდ, წელს პირველად ფინანსური ხელშეწყობა გაეწევათ წარჩინებულ მაგისტრანტებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს. ასევე, მატერიალური დახმარების პროგრამით ისარგებლებენ დიაბეტით და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები.
 
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობისთვის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალური პროგრამების პრეზენტაცია ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება.
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა