|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიის განხორციელებისას წარმოდგენილი კარგი პრაქტიკისთვის დაჯილდოვდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიის განხორციელებისას წარმოდგენილი კარგი პრაქტიკისთვის დაჯილდოვდა.
UNDP საქართველოს წარმომადგენელმა - თინათინ ტყეშელაშვილმა მყარი ნარჩენების შეგროვების სფეროში საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციისა და მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიის განხორციელებისას წარმოდგენილი კარგი პრაქტიკებისთვის, სპეციალური სიგელები - გარდაბნის, ქუთაისის, მესტიის, ზუგდიდის, ხობის, ასევე, ამბროლაურის, ლენტეხის, მცხეთის, ზესტაფონის და სამტრედიისა მუნიციპალიტეტების პირველ პირებს გადასცა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 9 მუნიციპალიტეტი დასახელდა.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღშვილი ესწრებოდა.
დაჯილდოების ცერემონიაზე, სპეციალური პრიზები და სიგელები ბოლნისის, წყალტუბოს, სენაკის, რუსთავის, ასევე, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, მარნეულისა და თელავის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.
კონფერენცია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და მისი მოადგილე ნათია ღვინაშვილი უძღვებოდნენ, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, ერთდროულად ორ ლოკაციაზე - სასტუმროებში - „ბილტმორ თბილისი“ და „ჰილტონი ბათუმი“ მიმდინარეობდა.
ღონისძიება სლოგანით - „კარგი მაგალითი გადამდებია“, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა - ნინო ქავთარაძემ გახსნა, რომელმაც საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროგრამაში ჩართული მუნიციპალიტეტების აქტიურობას გაუსვა ხაზი.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ - სოზარ სუბარმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა მიმართეს.
"ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მყარი ნარჩენების მართვა, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, რასაც დღევანდელი დაჯილდოებაც ადასტურებს. მადლობას ვუხდი, გაწეული შრომის დაფასებისთვის დონორ ორგანიზაციებს და ადილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას”- განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა