|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი, მერის პირველი მოადგილე-დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე-ტარიელ ჯანხოთელი, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლობა და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
დღეიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სააგენტომ,,მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის" - რეფორმა დაიწყო რაც ადგილზე, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს.
 
ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ადგილობრივი ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების კვლევა ჩატარდება, პროცესი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
 
სააგენტო, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საკითხებზე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პასუხისმგებელ 2 თანამშრომელს, ,,ახალგაზრდობის კოორდინატორად'' გადაამზადებს. 

ავტორი: ნიუპრესი