|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო თელეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო თელეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით რიგით 33-ე ააღმზრდელო დაწესებულების გახსნას ინფრსატრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის პიველი მოადგილე დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, 2 ჯგუფზე და 60 აღსაზრდელზეა გათვლილი, საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 721 000 ლარი დაიხარჯა.

სამშენებლო სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „პარმაღმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უზრუნველყო.

[R]

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა