|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში - მარიამ გვიდიანმა, მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის განმავლობაში, საუბარი შეეხო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს, ხაზი გაესვა მერის წარმომადგენლების და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის როლს, მოსახლეობასთან ინფორმაციის საკითხში და გაიცა რეკომენდაციები, როგორ უნდა იმოქმედონ წარმომადგენლებმა, კონკრეტული ძალადობის ფაქტის დადგენის შემთხვევაში.

შეხვედრა გარდაბანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის - თამარ ხაჩიძის ორგანიზებითა და მონაწილეობით გაიმართა.

[R]

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა