|
  • EUR 1 = GEL 3.8812
  • USD 1 = GEL 3.3332
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თელეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა, სოფელ ყარაჯალარში კი შიდა გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მონიტორინგის მიზნით, მერის მოადგილე ოთარ გავაშელიშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ გაგუა გაეცნენ.

სოფელ ქვემო თელეთში საბავშვო ბაღი 2 ჯგუფზე და 60 აღსაზრდელზეა გათვლილი, მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პარმაღი„ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში  721’000 ლარად ახორციელებს. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს სულ 5 ახალი ბაღი შეემატება.

სოფელ ყარათაკლიაში შიდა გზების კეთილმოწყობის სამუშაოები ჯამში 3,5 კილომეტრს მოიცავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 590’000 ლარი იხარჯება. 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40.38%
უარყოფითად - 50%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.62%
სულ - 104 ხმა