|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასა და კუმისში მცხოვრები მოსახლეობა, ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღების განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ, მხარის რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

სოფელ გამარჯვების ახლად აშენებული საბავშვო ბაღი 110 აღსაზრდელეზეა გათვლილი, ხოლო სოფელ კუმისის სააღმზრდელო დაწესებულება 90 აღსაზრდელს მოიცავს. ორივე ობიექტი სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

საბავშვო ბაღების მშენებლობას მუნიციპალური განვითრების ფონდი აფინანსებს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „მშენებელი“  2’900’000 ლარად ახორციელებს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა