|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვაქციანაციის საინფორმაციო კამპანია გაიმართა

იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულს, გარდაბნის მუნიციპალიტეტი ვაქციანაციასთან ერთად საინფორმაციო კამპანიით შეურთდა.
მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის, მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ , კულტურის ცენტრისა და წითელი ჯვრის ერთობლივი ორგანიზებით, ქ.გარდაბანში მასობრივი თავშეყრის ადგილებში ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი ფლაერები დარიგდა .
ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ მოსახელობის ცნობადობის ამღლება პანდემიის პირობებში უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მიზნით, მერიისა და წითელი ჯვრის ერთობლივი ჩართულობით ქ.გარდაბნის შემდეგ, საინფორმაციო კამპანია ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.
#ვაქცინაგვაახლოვებს

ავტორი: ნიუპრესი