|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ"

ქუთაისის მერიის კულტურის ა(ა)იპში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ფილიალებიდან  45 თანამშრომელი  გათავისუფლდა.  

ააიპში განმარტავენ, რომ გათავისუფლდნენ ზოგადი სპეციალისტების სტატუსის მქონე თანამშრომლები, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ  ხელშეკრულების საფუძველზე დაბრუნდნენ ააიპში.

"ფილიალებში, ისევე როგორც ადმინისტრაციაში, თანამშრომლები გაფორმებული იყვნენ ზოგადი სპეციალისტის სტატუსით. ამჟამად ზოგადი სპეციალისტის შტატები გავაუქმეთ. 58-ვე ადამიანი მიიღებს ერთთვიან კომპენსაციას. გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ. ერთი თვის განმავლობაში დარგის სპეციალისტებად ხელშეკრულებით  მოხდება იმ ადამიანების აყვანა, რომლებიც წარმოდგენილი ანგარიშებისა და დახასიათებების საფუძველზე შეირჩევიან,"-განაცხადა რეზო თედორაძემ.

ააიპში განმარტავენ, კომისიას დახასიათებების  განხილვისათვის 20 დღე დასჭირდება.

რაც შეეხება ფილიალებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს, მათი რაოდენობა სკოლების მიხედვით სხვადასხვაა.

მელიტონ ბალანჩივაძის # 1 სამუსიკო სკოლიდან  2 თანამშრომელი გათავისუფლდა,

ზ. ფალიაშვილის # 2 სამუსიკო სკოლიდან -2,

ზ. ანჯაფარიძის #3 სამუსიკო სკოლიდან -4,

ნ. გაბუნიას #4 სამუსიკო სკოლიდან -3,

გიორგი მაისურაძის სამხატვრო სკოლაში -3,

გ. დარახველიძის ხელოვნების სკოლიდან -6,

ა. ვასაძის ფოლკლორის სასწავლებელი - 2,

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე -3,

ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი -7

საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი -2

დავით მხეიძის ფოტო-კინო მატეანის მუზეუმი - 4

დ. კაკაბაძის  გალერეა -5,

კულტურის ცენტრი -2,

ამ დროისთის რეორგანიზაცია მერიის რამდენიმე ააიპში მიმდინარეობს.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა