|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაუგებარია, ტურისტულ სეზონზე საბაგიროების მუშაობა რატომ შეამცირეს"

ქუთაისში საბაგიროების მუშაობის გრაფიკის შემცირებას პარტია "თავისუფალი საქართველო" აპროტესტებს. პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, გაუგებარია, ტურისტულ სეზონზე რატომ შემცირდა საბაგიროების მუშაობის დრო.

"ტრაგედიაა,  ქვეყანაში, ისე რომ არ ითვალისწინებენ მოსახლეობის და ტურისტების ინტერესს, თავის ნებაზე ცვლიან გრაფიკს. ეს საბაგიროები, გარდა იმისა, რომ ტურისტებს ემსახურება, ასევე არის ტრანსპორტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გაუგებარია, ამ ტურისტულ სეზონზე, რატომ შეამცირეს გრაფიკი და როგორ დაადგინეს, რომელ საათებში უნდა ემუშავათ, მონიტორინგი ჩაატარეს, თუ რატომ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ საღამოს ჭირდებათ? ეს არის თავხედობა და მოსახლეობის აბუჩად აგდება"-განაცხადა გოგი წულაიამ.

მან ქუთაისის მერიას მოუწოდა, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და მოაგვაროს, რადგან პრობლემას უქმნის მოსახლეობას.

ბესარიონ გაბაშვილის პარკი კერძო მფლობელობაშია.  საბაგიროების მუშაობის გრაფიკი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეიცვალა. საბაგირო  სამუშაო დღეებში საღამოს 5 სათის შემდეგ მუშაობს,  ხუთშაბათი კი დასვენების დღედაა გამოცხადებული.

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, დამატებით კადრებზე ვაკანსიები აქვთ გამოცხადებული, იქამდე კი შრომის კოდექსის მოთხოვნებს ვერ დაარღვევენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა