|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გახარია წადი" - სამტრედიის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი

"გახარია წადი"-სამტრედიის საკრებულოს ოპოზოციონერმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საკრებულოზე პლაკატები მიიტანეს. წითელი ბარათებით დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ოცი ივნისის მოვლენები და მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. 

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მამუკა ბიბილეიშვილის განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე შინაგა საქმეთა მინისტრი არ გადადგება.

 "სხდომაზე მივიტანეთ პლაკატები წარწერით "გახარია წადი", კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ განვითარებული მოვლენები და ის, რომ მინისტრი ამ დრომდე თანამადებობაზე რჩება. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ საკრებულოს სხდომებს და არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრებში, ვიდრე გახარია არ წავა, იქამდე კი ყველა სხდომაზე გვექნება ეს პლაკატები"-განაცხადა მამუკა ბიბილეიშვილმა.

მისი თქმით, მათ ქმედებას უმრავლესობის პროტესტი მოყვა, რადგან  ისინი განვითარებულ მოვლენებში აქციის მონაწილეებს ადანაშაულებენ. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა