|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გედევან ფოფხაძე, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო(R)

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძე, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. გედევან ფოფხაძემ ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ვიმედოვნებ, რომ ქართველები და აფხაზები უახლოეს მომავალში შევძლებთ ერთად ცხოვრებას,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

 

ავტორი: ნიუპრესი