|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის მონასტერში უცხო პირების "ბოდიალის" აღსაკვეთად შსს-მ ზომები მიიღო

გელათის მონასტერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები გამოჩნდნენ. ექსპერტ-კრიმინალისტები სასულიერო პირებს შეხვდნენ.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის წარმომადგენელი აცხადებს, შეხვედრა გელათის გადახურვის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას ეხებოდა. ამასთან,  ადგილზე მყოფები განმარტავენ, რომ მათ მითითებები მიეცათ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

მათი თქმით, ტაძრის ხარაჩოებზე უცხო პირები შესვლა გაკონტროლდება, რადგან მოხდეს, როგორც ტაძრის, ასევე მოქალაქეების დაცვა.

შეგახსენებთ, დღეს გელათის თემასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა კულტურის მინისტრმა და უცხო პირებს მოუწოდა "ნუ დაბოდიალობენ ხარაჩოებზე".

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა